ახალი ამბები
,,არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები" - შრომის ინსპექცია ქუთაისში სავაჭრო მოლების დაჯარიმებაზე
FaceBook
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქუთაისში ხუთი სავაჭრო მოლი დააჯარიმა.


დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით,  ადგილზე არ ხორციელდებოდა  სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდებოდა ტემპერატურის სკრინინგი, რამაც მათი დაჯარიმება გამოიწვია.

,,ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა.  მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც“, - განაცხადა ბექა ფერაძე
მ. მისივე თქმით, შემოწმების შედეგად გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.


შრომის ინსპექციის მიერ ჯარიმის გამოწერას აპროტესტებს სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლის" ადმინისტრაცია. დაწესებულება  10 000 ლარითაა დაჯარიმებული. სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი თანხის გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მას ძვირიანი თერმოსკრინინგის აპარატის შეძენას აიძულებენ, რისი სახსრებიც არ აქვს. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სავაჭრო ცენტრებმა და ღია სივრცის მქონე რესტორნებმა მუშაობა პირველი ივნისიდან განაახლეს. დაწესებულებაში შესვლა პირბადეებით და სავალდებულო თერმოსკრინინგის შემდეგ არის ნებადართული.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერშიჩინეთის პროვინცია უჰანში დაიწყო.










Print