ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 91 ადამიანი დაინფიცირდა.

ახლადგამოვლენილი შემთხვევებიდან რამდენია ქუთაისის შემთხვევა და რომელ კლინიკებში არიან გადანაწილებული პაციენტები, უცნობია. უცნობია, ასევე, დადგენილია თუ არა მათი ინფიცირების წყაროები.


საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 10752 -ს მიაღწია. მათგან 63 კრიტიკულად მძიმეა.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი  5866 შეადგინა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანია.

კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა.
Print