ახალი ამბები
COVID 19 ქუთაისის კიდევ ერთი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი ინფიცირების წყარო უცნობია. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოზარდი სკოლაში ბოლოს ორშაბათს იყო. მას ვირუსის სიმპტომები  აღენიშნებოდა.

ქუთაისის მეცხრე სკოლაში,  კლასი, სადაც ინფიცირებული მოსწავლე სწავლობდა, 12 დღიან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, სამი პედაგოგი და 27 მოსწავლე კი თვითიზოლაციაში იმყოფება 

კორონავირუსი პირველად ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ერთდროულად 21 თანამშრომელი დაინფიცირდა.



Print