ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანია "თერჯოლა 2011" დააჯარიმეს
FaceBook
კომპანიას, რომელიც შინაური ფრინველების ექსკრემენტებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ღია წესით წვავდა, ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს "თერჯოლა 2011" 2000 ლარით დააჯარიმა.

სამინისტროს ინსპექტორთა ჯგუფი ობიექტის შესამოწმებლად მას შემდეგ გავიდა, რაც კანონდარღვევის შესახებ სტატია ქუთაისიპოსტმა მოამზადა.

"გამოვლინდა, რომ კომპანიას საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი შლამისებრი ნარჩენები დაყრილი აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს კომპანიის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 77-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით" -  ნათქვამია სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიერ ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილ წერილში.

თერჯოლის სოფელ ნაგარევში ათი ათასობით შინაური ფრინველის ექსკრემენტები დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის სკოლასა და საბავშვო ბაღთან ახლოს, ღია სივრცეში იყრებოდა.

კომპანიას ნარჩენები ყოველდღიურად ტრაქტორით ცენტრალური გზის გავლით გა
ქონდა და ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ღია წესით მინდორში წვავდა. მწერებითა და ექსკრემენტების სუნით შეწუხებული მოსახლეობა, პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს.

ამავე თემაზე:

მაჟორიტარის ცოლისძმის ბიზნესი და სოფლისთვის წართმეული სუფთა ჰაერი
Print
თეგები: #ნაგარევი