ახალი ამბები
ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსი ორმა პაციენტმა დაამარცხა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისაგან ორი ადამიანი განიკურნა.


კლინიკის  სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების გამოჯანმრთელებას მომდევნო დღეებშიც ელოდებიან. ამ ეტაპზე კლინიკაში 67 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

,,კლინიკაში, ჯამში, 67 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 13 არის ბავშვი. კირიტიკულად მძიმეა - სამი, მძიმე - ცხრა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი  უსიმპტომო  გადავიდა კარანტინში. ხვალაც ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას,"- განაცხადა  ნოდარ მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა ჯამში 126-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 68 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.


რამდენია აქედან ქუთაისის შემთხვევა და რომელ კლინიკებში არიან გადანაწილებული პაციენტები,  უცნობია.


საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 10225 შეადგინა.

გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 5235-ია.

ქვეყანაში კორონავირუსით 63 ადამიანი გარდაიცვალა.
Print