ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს 14 ოქტომბერს გახსნის
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრი, 14 ოქტომბერს, ახალ სეზონს კონცერტით გახსნის.

52-ე თეატრალური სეზონი "არასაოპერო" სივრცეში,  ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ეზოში გაიხსნება. "ქართული საოპერო მუსიკის კონცერტი" ამ სახელწოდების ღონისძიებას "მწვანე თეატრი" უმასპინძლებს.

კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც ოპერის თეატრის ადმინისტრაცია აზუსტებს, ღონისძიება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.


Print