ახალი ამბები
ტურისტულ სფეროში დასაქმებული მძღოლები საბანკო ვალდებულებების გადავადებას ითხოვენ
FaceBook
ტურისტულ სფეროში დასაქმებულმა მძღოლებმა საბანკო ვალდებულებების გადავადების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გამართეს.

მძღოლების თქმით, ავტობუსების შესაძენად თავის დროზე სესხები აიღეს, ახლა კი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ვალდებულებების შესრულება აღარ შეუძლიათ.

,,ჩემი შემოსავალი ტურისტული საქმიანობა იყო. ჩვენ ყველანი მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ვართ. სექტემბერში ვერ გადავიხადეთ ბანკის ფული და დაგვერიცხა დავალიანებები. თანხის გადახდა ოქტომბერშიც გვიწევს საიდან მოვიტანოთ ფული? ჩვენ ტურიზმის გარდა სხვა შემოსავალი არ გვაქვს,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კახაბერ ხარაბაძე.

მძღოლები ამბობენ, რომ პარკირების გადასახადისგან გაათავისუფლეს, თუმცა ეს საკმარისი არაა და სახელმწიფოს ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ, რომ ახალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე საბანკო ვალდებულებები გადაუვადონ, გადახდა კი დამატებითი პროცენტის გარეშე დაიწყონ.

,,რასაც ადრე  სეზონურად  გამოვიმუშავებდით ზამთრის პერიოდშიც ვიზოგავდით პანდემიის გამო, 6 თვეზე მეტია გაჩერებულები ვართ და საშეღავათო პერიოდის 6 თვეზე ბანკმა 6 ათასი ლარი დამიმატა გადასახადი. ვითხოვთ, გვიშუამდგომლოს სახელმწიფომ და შეძლებისდაგვარად აღადგინონ ფრენები და მოგვცენ მუშაობის საშუალება,"- ამბობს აქციის მონაწილე დავით ბუბუტეიშვილი.

სახელმწიფოს მიერ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი სექტემბერში ამოიწურა. ვირუსის გამო, რეგულარული ფრენების შეჩერება და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საავიაციო ბაზრიდან გასვლა კი ტურისტულ სექტორში ჩართული ბიზნესებისთვის დამატებითი ზიანის მომტანი აღმოჩნდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მიმდინარე წლის 4 ოქტომბ
რს 6 თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ეტაპობრივად უნდა დაემატოს  ერთი ახალი მიმართულება - აბუ-დაბი ნოემბერში და ორი დეკემბერში.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
მიიჩნია.


ავტორი: ანა ჯიქია




Print