ახალი ამბები
ბაღდათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების თქმით, სახლი მიტოვებული იყო და ხანძრის ნიადაგზე არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, განმარტავენ რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

''სახლის ნაწილი დაიწვა'' -, აცხადებენ საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადის ორი ჯგუფი მუშაობდა.
Print