ახალი ამბები
"ნაციონალები" ქუთაისის ოფისთან გამართულ აქციაზე - აქციის ორგანიზატორი სოლოლაკში ზის
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის ოფისთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლების  აქციას ზემოდან მართულს უწოდებენ.
"აქციის ორგანიზატორი ზის თბილისში სოლოლაკში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. პარტიის ოფისში მსგავსი შევარდნები პუტინის რუსეთშიც კი არ ხდება"-  განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კოტე რატიანმა.

ქუთაისში ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები,  რომლებიც "ნაციონალების" ოფისთან აქციას მართავენ, ოფისში ცოცხებით და ბოთლებით ხელში შეიჭრნენ. რის გამოც პოლიციამ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დააკავა.
Print