ახალი ამბები
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელფასო ფონდი 8 სამინისტროში იზრდება
FaceBook

2021 წლისთვის 8 სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი იზრდება.

სამინისტროებში დასაქმებულთა რაოდენობა 112 643 უნდა გახდეს, შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 1,554 მლრდ ლარიდან 1,607 მლრდ ლარამდე გაიზარდოს


სახელფასო ფონდი 8 სამინისტროში გაიზრდება. ესენია: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 14,925 მლნ ლარი (ზრდა - 300 ათასი ლარი),ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 35,559 მლნ ლარი (ზრდა - 1,385 მლნ ლარი),იუსტიციის სამინისტრო - 79, 984 მლნ ლარი (ზრდა 465 ათასი ლარი),თავდაცვის სამინისტრო - 408, 122 მლნ ლარი (ზრდა - 12,733 მლნ ლარი ლარი),ფინანსთა სამინისტრო - 46,505 მლნ ლარი (ზრდა - 515 ათასი ლარი), შინაგან საქმეთა სამინისტრო - 525, 200 მლნ ლარი (ზრდა - 27,200 მლნ ლარი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 45,940 მლნ ლარი (ზრდა - 3,557 მლნ ლარი),განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 85,118 მლნ ლარი (ზრდა - 360 ათასი ლარი).


სახელფასო ფონდს მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამცირებს და ისიც 300 ათასი ლარით. ჯამში სამინისტროს სახელფასო ფონდი - 8,680 მლნ ლარია.

ქვეყნის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელფასო ფონდს არ ზრდის მთავრობის ადმინისტრაცია, სადაც ხელფასებისთვის 7,200 მლნ ლარია განკუთვნილი და საგარეო საქმეთა სამინისტრო. აქ ხელფასებისთვის 9,415 მლნ ლარია გამოყოფილი.



ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვა იწყება.

ბიუჯეტის პროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განიხილავენ.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ფინანსურ დოკუმენტს მთავრობას, შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, უკან დაუბრუნებენ.

 

ავტორი: ანა ჯიქია

Print