პოლიტიკა
ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის მერიას ადმინისტრაციული ხარჯების ზრდასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

,,ლეიბორისტულ პარტიის" მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ მერიის ააიპებში ადმინისტრაციული ხარჯები 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ორჯერ გაიზარდა. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში სახელფასო ფონდს ყოველწლიურად, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი ემატებოდა.

,,ოთხი მილიონიდან  რვა მილიონ ნახევრამდე ავიდა ადმინისტრაციული ხარჯები ბოლო 4 წლის განმავლობაში. სრული განუკითხაობაა ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში, სადაც ძირითადად ,,ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტები არიან დასაქმებული. ასევე, სპორტის ა(ა)იპიც გამორჩეულია პარტიული აქტივის დასაქმებით.  ეს არის უკანაონობა, ბიუჯეტის ფულის ფლანგვა და კორუფცია," - აცხადებს ირაკლი კიკვაძე.


ქუთაისის მერიის ა(ა)იპებსა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის გაზრდილ თანხებზე საუბრობს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობაც"  2019 წლის კვლევაში. კვლევის მიხედვით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ  ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18,423,973.36 ლარი დახარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა  19,937,101.26 ლარი შეადგინა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, ეს ხარჯი 5,831,839.22 ლარია. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისის მერიას მაშინ მოუწოდა, რომ შეესწავლა  საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ის ან ა(ა)იპ-ის არსებობის  გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში  გადაედგა ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე. ეს  შეამცირებდა როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავდა საბიუჯეტო სახსრებს.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.


 

Print