პოლიტიკა
ვინ არიან მერობის კანდიდატები თერჯოლასა და ხარაგაულში
FaceBook
თერჯოლასა და ხარაგაულში მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული.

ცესკო-ს მონაცემებით, თერჯოლაში მერობის სურვილი ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა. აქ მერობის კანდიდატად ,,ერვოპულმა საქართველომ" როლანდ მესხი დაასახელა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ვალერი ბოჭორიშვილი, ,,ქართულმა ოცნებამ" ლაშა გოგიაშვილი, ხოლო ,,ლელო-მამუკა ხაზარაძემ" ნიკა მემანიშვილი.
თერჯოლაში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც  ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

რაც შეეხება ხარაგაულს, მერობა აქ ხუთ კანდიდატს სურს.  ,,ევროპული საქართველოდან" მერობის კანდიდატი ბესიკ ყრუაშვილია, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" თორნიკე ავალიშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” თეიმურაზ ფცქიალაძე, ,,ქართული ოცნებიდან" კობა ლურსმანაშვილი, „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - მიხეილ ჭიპაშვილი.

ხარაგაულში მერის ხელახლა არჩევის საჭიროება აქაც მერის მიერ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვებამ გამოიწვია. ნიკოლოზ თოფურიძემ მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში Facebook-ში გამოაქვეყნა.

მერს აირჩევენ ქუთაისშიც. მერების რიგგარეშე არცევნები 31 ოქტომბერს საპარლამეტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება.
Print