ახალი ამბები
10 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს გახსნის
FaceBook

მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის.


10 ოქტომბერს რეჟისორ კოტე აბაშიძის მონოსპექტაკლს  „თქვენო უდიდებულესობავ“  (ნუგზარ ლორთქიფანძის პიესის მიხედვით) მაყურებელი ახალ თეატრალურ სივრცეში, „მწვანე თეატრში“, იხილავს.


პრემიერის გარდა 10 ოქტომბერს სხვა ღონისძიებებსაც დაეთმობა ღია სივრცე.

მოეწყობა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ თეატრალური მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიალი. სტუმართა შორის ელოდებიან მთავრობის წევრებსაც.

ახალ სეზონს თეატრი ახალი ღია „მწვანე თეატრით“ დახვდება.

პანდემიის გამო, თეატრმა მუშაობა 2 მარტს შეწყვიტა.

 


 

 

Print