ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  44 -ით გაიზარდა.  ჯამში, კლინიკებში 370 პაციენტი მკურნალობს.
იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უკვე ინფიცირების რამდენიმე წყაროა რეგიონში, თუმცა, მასიური გავრცელება არ არის.

"სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მასიური გავრცელება არ გვაქვს", - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

ვირუსი დაუდგინდა დღეს 31-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს, 41-ე სკოლის მესამე კლასელის ტესტზე კი პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან. 31-ე სკოლაში სწავლა უკვე შეწყდა, ხოლო, 41-ეს სკოლამ სასწავლო პროცესი  ერთი დღით შეაჩერა, ვიდრე მოსწავლისთვის აღებული ტესტის შედეგი გახდება ცნობილი.

ვირუსი დაუდგინდა ქუთაისის მერიის საჯარო მოხელესაც. მომხდარის გამო, საბინაო სამსახურის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადასული.
Print