ახალი ამბები
ქუთაისის 31-ე სკოლაში, მოსწავლის ინფიცირების გამო, სწავლა შეწყდა
FaceBook
ქუთაისის #31-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, სწავლა შეწყდა.
ინფიცირებულია ერთი მოსწავლე.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ვირუსი ჯერ ინფიცირებულის დედას დაუდგინდა, დღეს დილით კი კოვიდ 19 მოზარდსაც დაუდასტურდა. ტესტი აუღეს მის მეოთხე კლასელ დედმამიშვილსაც, თუმცა, მას პირველადი კვლევით ვირუსი არ დაუდგინდა.

მომხდარის გამო, თვითზოლაციაში არიან გადასული ინფიცირებული მოსწავლის კლასელები და მათი ოჯახის წევრები. სწავლა კი დისტაციურ რეჟიმზე გადავიდა.

"სკოლა სრულად გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. ჩვენ გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან ორკვირიანი რეკომენდაცია და ამ ვადის გასვლის შემდეგ განვაახლებთ სწავლას, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ზოგადი ფონი  ქალაქში", - განუცხადა ქუთაისიპოსტს განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა.

სკოლაში ახლა ვითარების დასტაბილურებას ელოდებიან.


Print