ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში კოვიდ19   8696  ადამიანს აქვს დადასტურებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი და მათმა საერთო რაოდენობამ 4619 შეადგინა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი. კოვიდ სასტუმროებშია  1 100 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა.
Print