ახალი ამბები
ქუთაისში "ნაციონალების" ოფისში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცოცხებით შეიჭრა
FaceBook
ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები,  რომლებიც პარტიის ოფისთან აქციას მართავენ, ოფისში ცოცხებით და ბოთლებით ხელში შეიჭრნენ.

მათი განცხადებით სწორედ ესაა "ნაციონალების" 9 წლიანი მმართველობის სიმბოლო. აქციის მონაწილეების შენობიდან გამოყვანა პოლიციამ სცადა. 

"გაუქმდეს "ნაციონალური მოძრაობა" , "მწამებლები ციხეში" - ამ მოთხოვნით სკანდირებენ აქციის მონაწილეები პარტიის ოფისთან.



Print