ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა
FaceBook
გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 87-ით ნაკლებია 2 ოქტომბრის მონაცემებზე.

11 - დან ოთხი პაციენტი შეიყვანეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. დანარჩენი შვიდი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ერთი კვირაა ადგილობრივ მედიას ინფიცირებულების რაოდენობასა და მათი კლინიკებში განაწილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აღარ აწვდიან, რასაც აქამდე იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე აკეთებდა.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების მონაცემებს, ბოლო 24 საათში ვირუსი 471 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში, კოვიდ 19 დადასტურებული აქვს 7564 პირს, გამოჯანმრთელებულია 3992.  კარანტინის რეჟიმშია 5392, სტაციონარში იმყოფება 836,  ხოლო კოვიდ სასტუმროებში 1100 პირი. უცხოეთიდან გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print