ახალი ამბები
ქარის წაღებული დროშა მერიამ ჩაანაცვლა
FaceBook
ქუთაისში, დროშა რომელიც, 1 ოქტომბერს  ქარმა დააზიანა, მერიამ დღეს მეორედ დაკიდა. 

ადგილობრივი თვითმმართველობა ნიკეაზე ქუჩაზე დროშის აღმართვას 2 წელზე მეტ ხანს ცდილობდა. 

მერიის მიერ მეექვსე მცდელობაზე გამოცხადებულ  ტენდერში (NAთ190025060) შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა  დაემონტაჟებინა, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.

დროშის აღმართვა ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.
Print