ახალი ამბები
453 ინფიცირებული, 295 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.

ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 3714 პირი.

ქვეყნის მასშტაბით, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან სამი ქუთაისის კოვიდ კლინიკებში.

კარანტინის რეჟიმშია 5392, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print