ახალი ამბები
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე აღმართული დროშა ქარმა დააზიანა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მეექვსე მცდელობისას აღმართული დროშა ქარმა დააზიანა.



მერიაში განმარტავენ, რომ ქარმა დროშა დააზიანა, რის შემდეგაც ჩამოხსენეს.

ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტი ცდილობდა.

მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAT190025060) შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.


დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.
Print