ახალი ამბები
" ჩამოვა მანინი და მიხედავს გუნდს" – "ტორპედოს" მმართველმა კლუბი დატოვა
FaceBook
"ტორპედოს" დროებითმა მმართველმა თემურ ჩეჩელაშვილმა გუნდი დატოვა.

მისი თქმით, 13 თვიანი მუშაობის შემდეგ, მან კლუბში თავისი მისია ამოწურა და პოსტიდან მიდის. თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ახალი მეპატრონე ფაბიო მანინი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა და კლუბს გადაიბარებს. იქ კი მისი ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

"გუშინ ვესაუბრე და მითხრა, რომ ბილეთი უნდა აიღოს, იქნებ თურქეთის გავლით ჩამოვიდეო. ჩამოვა და გადაიბარებს კლუბს. როცა გუნდს ჰყავს თავისი პატრონი, მას აქვს თავისი გეგმები და ხედვები, შესაბამისად, ჩემს იქ ყოფნას, სადაც გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ჩემი მოვალეობა შევასრულე და ახლა ვტოვებ კლუბს", – განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.

ქუთაისის "ტორპედო" წელიწადზე მეტია კრიზისშია. მიმდინარე წლის დასაწყისში კლუბში ინვესტიცია იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინიმ განახორციელა, თუმცა, კლუბი ოფიციალურად ამ დრომდე არ გადაუბარებია.




Print
თეგები: #ტორპედო