ქუთაისის საკრებულომ ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე
მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იჯარის წესით
გაასხვისა.
ტერიტორია 2040 წალმდე დიმიტრი ალავიძეს გადაეცა. ის ვალდებულია
უზრუნველყოს გადასასვლელის შეუზღუდავი ფუნქციონირება დღე-ღამის
ნებისმიერ დროს, ასევე უზრუნველყოს სანიტარული ნორმების სრული დაცვა,
მიწისქვეშა გადასასვლელში დაამონტაჟოს განათება და ვიდეო-კამერები.
ასევე, ვალდებულია აღადგინოს საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომელიც
უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის
დაცვით.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მოქალაქეს საშეღავათო
პერიოდით გადაეცა, რაც უახლოესი 1 ან 2 წლით მას გადასახადისგან
ათავისუფლებს.
მიწისქვეშა გადასასვლელზე იჯარის უფლება პირველად
2010 წლის 2 ივნისს,
აკაკი კუხალაშვილზე გაიცა. ვალდებულბების შეუსრულებლობის გამო
მერიამ 2016 წლის 25 ივლისს მასთან
ხელშეკრულება შეწყვიტა.
ავტორი:ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები