ახალი ამბები
"პარკინგსერვისს" ქუთაისის საკრებულომ დავალიანების დასაფარავად 9 წლიანი ვადა მისცა
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ შპს ,,პარკინგსერსვისს" ბიუჯეტში არსებული დავალიანების დასაფარავად 9 წლიანი ვადა მისცა.

ორგანიაზაციამ ადგილობრივი ბიუჯეტში 1 მილიონ 784 ათას 890 ლარი უნდა. გადახდის გრაფიკის მიხედვით, წელს "პარკინგსერვისმა"  50 ათასი ლარი უნდა შეიტანოს.

შპს-სათვის დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის გრაფიკს მხარი საკრებულოს სხდომაზე ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაუჭირეს.

,,ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები თუ როგორ უნდა მოხდეს დავალიანების გადახდა. 9 წლის ვადაში უნდა დაიფაროს დავალიანება, თუმცა შესაძლებელია შემოსავლების მატებასთნ ერთად ვადამდე. ეს დავალიანება წარმოიშვა იმიტომ, რომ ვერ შეძლეს საიჯარო თანხის გადახდა და დაერიცხათ ჯარიმები,"- განაცხდა მერის ეკონომიკური, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა.

,,პარკინგსერვისისათვის" დავალიანების დასაფარავად 9 წლიანი ვადის მიცემა ,,ნაციონალური მოძრაობაში" საკრებულოს სხდომის გამართვამდე გააპროტესტეს და ორგანიზაცია კორუფციულ გარიგებაში დაადანაულეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შპს-ს  100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა და მისივე თავთან ვერანაირ გარიგებაში ვერ შევა.

შპს "პარკინგსერვისი" საბიუჯეტო ვალდებულებებს, რომ  არ ასრულებდა, ამის შესახებ ქუთაისის მერიას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან" ჯერ კიდევ 2018 წელს შეახსენეს, მაშინ კომპანიის დავალიანება ქუთაისის ბიუჯეტში 1 240 246 ლარს შეადგენდა.

ქუთაისში პარკინგის სისტემის მოსაწესრიგებლად  შპს „პარკინგსერვისი” ქალაქის მერიამ 2015 წელს შექმნა.


ავტორი: ანა ჯიქია

Print