პოლიტიკა
სასულიერო პირები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობენ - ISFED-ის ანგარიში
FaceBook
საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა რელიგიურ ორგანიზაციებსაც ეკრძალებათ, თუმცა შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ სასულიერო პირები იმერეთიდან.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იონაესა და ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძის დასწრება ,,ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენაზე ,,სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში მოხვდა, როგორც საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოპსილი პირების ჩართულობა.

უფრო კონკრეტულად,  18 სექტემბერს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი. ის ასევე ესწრებოდა 19 სექტემბერს, წყალტუბოში გამართულ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას.

20 სექტემბერს, თერჯოლაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატის წარდგენას, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე დაესწრო.


,,სამართლინი არჩევნები" პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ და არ დაუშვან ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელება; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიული მიზნებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის ფარგლებში; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს.

Print