ახალი ამბები
,,ვითხოვთ სრულფასოვან განათლებას" - სტუდენტების აქცია ქუთაისში
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრები ქუთაისში უმაღლეს სასწავლებელში აუდიტორიებში სწავლის განახლებას ითხოვენ.

მათი თქმით, ის რომ აუდიტორიებში სასწავლო პროცესის განახლება 19 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ დაანონსა,  მორიგი ტყუილია და რეალურად არჩევნებამდე სწავლის დაწყება აუდიტორიებში არ იგეგმება.

,,ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვისაც არ სჯერა  19 ოქტომბერს სასწავლო პროცესის განახლების. 2250 ლარს ვიხდით სწავლის ქირას  და ვიღებთ უხარისხო განათლებას. ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს. პედაგოგები და ლექტორები ჩართული ჰყავთ წინასაარჩებოდ სააგიტაციო პროცესებში," - ამბობს  "ლეიბორისტული პარტიის"  ახალგაზრდული ორგანიზაციის  წარმომადგენელი გაგი ახალაძე.


მინისტრის, მიხეილ ჩხენკერლის განცხადებით,  19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესის დაწყების დრო და ფორმატი უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრამდე შეიცვალა და
ლექციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.



ავტორი: ანა ჯიქია
Print