პოლიტიკა
,,ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო დებატებში ,,ქართული ოცნების" გარეშე მონაწილეობას არ მიიღებს
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს.

ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ. ოპოზიციაში აცახდებენ, რომ სხვა ოპოზიოციურ პარტიებს კონკურენტებად არ მიიჩნევენ და მთთან დისკუსიასაც წყვეტს.

"ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით. ბუნებრივია ყველა ხვდება როგორი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგევართ - ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმებით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია.

ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის. არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დიაკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია", - აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში. 


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიახლეებია. არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ტარდება. დაპირებული პროპოციული არჩევნების ჩასატარებლად კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად დეპუტატების ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქუთაისელ ამომრჩეველს, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სამის მაგივრად ერთი მაჟორიტარის არჩევა მოუწევს.

ქუთაისის მერობისათვის 6, ხოლო მაჟორიტარობისთვის - 9 კანდიდატი იბრძვის.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.




Print