ახალი ამბები
"ყველას ვერ დაგვიჭერთ" - ქუთაისის ქალთა ორგანიზაციის საპროტესტო აქცია
FaceBook
საქართველოს 12 ქალაქში ქალთა ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას.

ქუთაისის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

"სოლოდარობა რუსთავი 2-ს", "თავისუფლება თავისუფალ ტელეარხს" "თავისუფლება ბიჭებს", "ყველას ვერ დაგვიჭერთ" - ამ სლოგანებით ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობას მოუწოდეს რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე "თავისუფალი ზონის" სამი დაკავებული წევრი გათავისუფლებისკენ.
"ჩვენ, ქალები ვითხოვთ რომ ხალხის ხმა გვესმოდეს რუსთავი 2-დან ხვალაც, რადგან ეს არის ერთადერთი ტელეარხი, საიდანაც ისმის სიმართლე", - განაცხადა აქციაზე ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაია კვინიკაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოს 12 ქალაქში ქალთა ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას.

Print