ახალი ამბები
საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბრიდან დაიწყებენ
FaceBook

12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.


ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

"ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზად არის.  კორონავირუსის გამო, ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა მიმდინარე წლის 2 მარტს შეწყდა.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს გამოაცხადა. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.


ავტორი: ანა ჯიქია

 

Print