პოლიტიკა
2020 წლის არჩვენებისთვის  ქუთაისში 123  საარჩევნო უბანი გაიხსნება
FaceBook

2020 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის ქუთაისში 123 საარჩევნო უბანი გაიხსნება.


ქუთაისის სამაჟორიტარო ოლქში 155 236 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა, ქუთაისში 29 და 30 სექტემბერს გაიმართება, რის შემდეგაც მოხდება საარჩევნო უბნების დაკომპლექტება.


წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სიახლეებია. არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ტარდება. დაპირებული პროპოციული არჩევნების ჩასატარებლად კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად დეპუტატების ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქუთაისელ ამომრჩეველს, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სამის მაგივრად ერთი მაჟორიტარის არჩევა მოუწევს.

ქუთაისის მერობისათვის 6, ხოლო მაჟორიტარობისთვის - 9 კანდიდატი იბრძვის.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 


ავტორი: ანა ჯიქია

Print