პოლიტიკა
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
,,ლეიბორიტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, თბილისში, მეტეხის ტაძრის ეზოდან ამომრჩევლებს, ქვეყნის მასშტაბით, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

იმერეთის სამაჟორიტარო ოლქებიდან პარტიას კანდიდატი მხოლოდ ​ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში ეყოლება. დეპუტატის მანდატისთვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სამსონ გუგავა იბრძოლებს.

ქუთაისის მერობის კანდიდატად კი ირაკლი კიკვაძე დასახელდა, რომელიც ,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრია. 

,,ჩემი
პირველი დაპირებაა თვითმმართველობის რეფორმის ლობირება, დეცენტრალიზაცია, ფართო უფლებების მინიჭება ეკონომიკური და ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში. მეორე - საბიუჯეტო პოლიტიკის კარდინალური ცვლილება, ადმინისტარციული ხარჯების შემცირება, სოციალური პაკეტების გამრავალფეროვნება, მიზნობრივი დახმარება ყველა მოწყვლად ფენას და მესამე, მნიშვნელოვანი აქცენტირება ახალგაზრდებზე გასამმაგებული ბიუჯეტი საგანმანთლებლო პროექტების ნაწილში და სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის 50% იანი შეღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე,"- განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ქალაქის მერობისათვის 6 და მაჟორიტარობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


ავტორი: ანა ჯიქია
Print