ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით 59 წლის ქალი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა.  კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 55-ით გაიზარდა.
ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 1182 ტესტი გაკეთდა. 55 შემთხვევიდან რამდენი უკავშირდება ქუთაისს ან იმერეთის სხვა რაიონებს, უცნობია. უცნობია, ასევე,  დადგენილია თუ არა ინფიცირებულთა კონტაქტები. ქუთაისში, დღეს ამის შესახებ ტრადიციული განცხადება არ გაკეთებულა.
Print