ახალი ამბები
ჭიათურის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
FaceBook
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ჭიათურის მერიის წინ აქცია გამართეს.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სერგო რატიანმა, მოსახლეობასთან ერთად მერიაში არსებული კორუფცია გააპროტესტა. მისი თქმით, ქალაქში კორუფციაა, მერთან ახლობლობის გარეშე ტენდერს ვერავინ მოიგებს და რეალურად, ქალაქში არაფერი კეთდება.

აქციის მონაწილეებმა მერის, გივი მოდებაძის გადადგომა მოითხოვეს, ასევე,  ისაუბრეს წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე. მათი თქმით, წინასაარჩევნოდ ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება.

"წლებია ჭიათურაში კორუფციაა. კორუმპირებული მერი იპარავს ბიუჯეტს და ახლა არ მივცემთ უფლებას, ხმებიც მოიპაროს. ხდება ზეწოლა ამომრჩევლებზე, ამიტომ შევიკრიბეთ და მოვითხოვთ, გადადგეს ჭიათურის მერი და შეწყდეს ადამიანებზე ზეწოლა"- განაცხადა სერგო რატიანმა.

მერიაში საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.
Print