ახალი ამბები
რა გააკეთა კულტურულმა მემკვიდრეობამ გელათში ბოლო ვიზიტიდან დღემდე
FaceBook
დღეს, გელათის მონასტერში კულტურული მემკვიდროების სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხემძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დაათვალიერა.

ბოლოს, ფონდისა და სააგენტოს წარმომადგენლები გელათში ორი თვის წინ იმყოფებოდნენ და პირობა დადეს, რომ ხარვეზები მოკლე დროში აღმოიფხვრებოდა. 

სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტაძარში ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა, თუმცა, კონსტრუქციის დიდი ნაწილი, რომელზეც სააგენტო საუბრობს, ჯერ კიდევ ორი თვის წინ იყო როგორც ტაძრის გარეთ, ასევე, მის შიგნით. ტაძრის მსახურები კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. 

როგორია ახლა ტაძარი და როგორ გამოიყურებოდა  ორი თვის წინ, ნახეთ ფოტოები





სააგენტოს ინფორმაციით კი,  დროებითი ღონისძიების ფარგლებში სრულდება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების დროებითი გადახურვის მოწყობა. ხოლო, წმ. მარინეს ეკვდერზე, სადაც დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალია, ტენტის რბილი გადახურვა მყარი სახურავით ახლო მომავალში შეიცვლება.

"აგებულია კონსტრუქცია ტაძრის საკურთხევლსა და პასტოფორიუმებზე ანალოგიური დროებითი ტიპის გადახურვების მოსაწყობად. ახლო მომავალში წმ. მარინეს ეკვდერზე, ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის", – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ტაძარზე (ნარინის ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე) დამატებითი თუნუქის დროებითი გადახურვა წლის ბოლომდე დასრულდება.

"სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, შემსრულებელს მოეთხოვება ტაძრის ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, ნართექსსზე, საკურთხეველსა და პასტოფორიუმებზე გამოყენებული კრამიტის სრულად გამოცვლა და ამ მიზნით შესაბამისი გეგმა-გრაფიკისა და სამოქმედო გეგმის მომზადება.

სააგენტოს ინფორმაციით, ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის კრიტიკულ მონაკვეთებზე უკვე შეიმჩნევა შრობის პროცესი.

"ვიზუალური დაკვირვების მიხედვით, დასავლეთ მკლავის სამხრეთი კედლის დასველებული არეალი შემცირებულია. დაწყებულია ამავე მკლავის დასავლეთ კედლის სველი არეალის გაშრობაც. ლოკალიზებულია წმ. მარინეს ეკვდერის სამხრეთ და დასავლეთ კედლების სველი არეალებიც".
იზრდება თუ არა ე.წ. კრიტიკული არეალები ტაძარში, ამის შესახებ საზედამხედველო მისიის დასკვნას სააგენტო ოქტომბერში ელოდება.

ტაძარი, რომელიც ნადგურდება, ნახეთ აქ:



ამავე თემაზე:

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში


ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)


Print