პოლიტიკა
"სტრატეგია აღამაშენებელი" ქუთაისის მერიას საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშულებს
FaceBook
"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები ქუთაისის მერიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

ისინი აცხადებენ, რომ მერიის ზედამხედველობის წარმომადგენელი პლაკატების გაკვრაში ხელს უშლიან და მათ აქტივისტებს ჯარიმებით აშინებენ.

"ყველა კანდიდატს აქვს უფლება გააკრას მისი პლაკატი, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვეძლევა. მე ამ პარტიის მხარდამჭერი ვარ და ხელს გვიშლიან მუშაობაში", - ამბობს მარიამ დამენია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" მერობის კანდიდატი, ანდრო ლოსაბ
ერიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი ადგილები საკმარისი არ არის, რადგან ძირითადად მმართველი გუნდის კანდიდატებს აქვთ დაკავებული. ბანერების განსათავსებლად ზოგი ტერიტორია კი საერთოდ არ არსებობს.

"მხოლოდ 10 ადგილი გამოყვეს, სადაც შესაძლებელია პლაკატების გაკვრა, რაც საკმარისი არ არის როდესაც ახალი პოლიტიკური სუბიექტი, ახალი ნომრით თავის პოზიციონირებას აკეთებს. თითოეულ ადგილზე ამბობენ, რომ მხოლოდ 4 პლაკატი უნდა იყოს. მანდარიას ქუჩაზე ,,ქართული ოცნების" 444 პლაკატია, მაგრამ ამათთვის ადმინიზტრაციული ზედამხედველობის სასახურს არ სცალია. არც ჯარიმებს უწერენ და არც სიტყვიერად აფრთხილებენ".

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით, მერიის მხრიდან საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ოპოზიციური პარტიებისთვის ხელის შეშლა და მუქარა არ ხდება და აცხადებს, რომ თუ მსგავს ფაქტს ადგილი აქვს, შეუძლიათ რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართონ.

,,სააგიტაციო მასალების განსათავსებლად ადგილების ახლა კი არა წლებს წინ გამოიყო და მას შემდეგ არ შეცვლილა. გუშინ მაგალითად, მე პირადად ვნახე ,,სტრატეგია აღმაშენებელს" პლაკატები აკრძალულ ადგილებზე ჰქოდათ გაკრული. მწვანე ნარგავებზეც და გარეგანათების ბოძებზეც. თუ ხელის შეშლას ადგილი აქვს ან დაშინებას, საარჩევნო კოდექსში არს მუხლი და შეუძლიათ საოლქო საარჩევნო კომისიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ და მოსთხოვონ შესაბამისი ღინისძიებების გატარება."

ქუთაისის საკრებულომ პოლიტიკური პარტიებისთვის სააგიტაციო მასალების განსათავსებლად რამდენიმე ადგილი უკვე გამოყო.

წინასაარჩევნოდ სააგიტაციო მასალის განტავსება აკრძალულია : კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების შენობებზე, საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, ირ.აბაშიძის გამზირზე კინო "სულიკოდან" "ავტოქარხნის" გზაგამტარ ხიდამდე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრებისა და რეაბილიტირებული შენობების ფასადებზე, გარე-განათების ბოძებზე.

ამავე თემაზე:

პლაკატების "ომი" ქუთაისში


ავტორი: ანა ჯიქია 

Print