ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში უკანონო ნადირობის 230 ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოავლინა, აქედან ყველაზე მეტი -230 დასავლეთ რეგიონში დაფიქსირდა.


გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი, დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. "მანოკი" ამოიღეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
Print