ახალი ამბები
ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მაღაზიაში  შეიჭრა და დააყაჩაღა.
ადგილობრივების თქმით, ის ცივი იარაღის მუქარით თანხას და სიგარეტს ითხოვდა. გარკვეული თანხის წაღება მოასწრო. 

შემთხვევის დროს მარკეტში ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.

მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის მალევე დაკავეს. ადგილობრივების თქმით, იგი  ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. 



Print