ახალი ამბები
"ოცნების" ფერში შეღებილი საარჩევნო ბანერის კონსტრუქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, კონსტრუქცია, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძის ბანერია განთავსებული, მმართველი პარტიის ფერში შეღებეს.

ლურჯი საღებავით გადაღებილია ბანერის ბოძი. რკინის კონტრუქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზეა განთავსებული, გუშინ შეღებეს.




ზაზა ლომინაძის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ საბანერო კონსტრუქცია კერძო კომპანიას ეკუთვნის, თუმცა, კონკრეტულად ვის სარგებლობაშია და ვინ შეღება კონსტრუქცია "ქართული ოცნების" პარტიულ  ფერში, არ ამბობენ.

2020 წლის საპ­არლამენტო  არ­ჩევ­ნებამ­დე 38  დღით ად­რე, არ­ჩევ­ნებში  მო­ნა­წი­ლე  პო­ლი­ტი­კურ სუბიექ­ტებს შო­რის ქუ­თა­ის­ში  პ­ლა­კა­ტების  „ ომი" და­იწყო.

პარტიებისთვის პლაკატების განსათავსებლად ქალაქში დაახლოებით 20-მდე  ადგილია გამოყოფილი, თუმცა ობიექტები ამდროისთვის  სრულად ათვისებული არ არის.

ქუთაისში მაჟორიტართან ერთად მერსაც აირჩევენ. ქალაქის მერობისათვის 5 და მაჟორიტარობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


Print