ახალი ამბები
ქუთაისში სეიფი მოიპარეს, რომელშიც ძვირფასეულობა და ნახევარ მილიონამდე ლარი იყო
FaceBook
ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის" ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს.

არსებული ინფორმაციით,უცნობმა პირებმა იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ამ გზით შეაღწიეს.მძარცველებმა წაიღეს სეიფი სადაც  ძვირფასეულობა და ნახევარ მილიონამდე ლარი იყო.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ფაქტზე ჯერჯერობით არავინაა დაკავებული.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
Print
თეგები: #ქურდობა #შსს.