ახალი ამბები
ქუთაისში "ოქროს ბირჟის" კლასტერი იზრდება
FaceBook
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება, სადაც რამდენიმე დღის წინ ვირუსი ხუთ ადამიანს დაუდგინდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში ვირუსი 196 ადამიანს დაუდასტურა, გამოჯანმრთელდა 40. გარდაიცვალა 20.

კარანტინში იმყოფება 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ   836 პირი.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print