პოლიტიკა
"თავისუფალმა საქართველომ" მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს.

,,თავისუფალმა საქართველომ" ამ პოზიციაზე ელგუჯა ხიშოვანი შეარჩია.  ის წარმოშობით ქუთაისიდანაა და სპეციალობით ექიმია. 

ელგუჯა ხიშოვანის მთავარი დაპირება მედიკამენტების გაიაფებაა.

რაც შეეხება ,,თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გოგი წულაიას, ის მაჟორიტარობის კანდიდადატად წყალტუბოში, ხონსა და ვანში წარადგინეს.
ქუთაისის მაჟორიტარობის სურვილი ამ დროისათვის 8 კანდიდატმა გამოთქვა, ხოლო მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.
Print