ახალი ამბები
ჭიათურაში ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
პოლიციამ, ჭიათურაში, ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვა–გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დაკავებული 1969 წელს დაბადებული ზ.გ. წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. 

გამოძიების ინფორმაციით,  დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print