ახალი ამბები
სამტრედიაში კლინიკის ლაბორანტს კორონავირუსი დაუდგინდა
FaceBook
სამტრედიაში კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" ლაბორანტს კორონავირუსი დაუდგინდა.

ქალი რენტგენის აპარატზე მუშაობდა. ინფიცირებული უკვე გადაყვანილია ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ვირუსი გეგმიური ტესტირების დროს გამოუვლინდა.
თვითიზოლაციაში არაიან გადასული მასთან კონტაქტში მყოფი პირები.

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 1658 ნიმუში გამოიკვლიეს. ინფიცირებული პაცინეტების სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილება ახლა მიმდინარეობს.

"ნაწილი გადაყვანილია სტაციონარში, ნაწილი ახლა გადაყავთ", - განაცხადა გოჩა გიორგიძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში.

საქართველოში კორონავირუსის სულ 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Print