ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 1658 ნიმუში გამოიკვლიეს.

ინფიცირებული პაცინეტების სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილება ახლა მიმდინარეობს.

"ნაწილი გადაყვანილია სტაციონარში, ნაწილი ახლა გადაყავთ", - განაცხადა გოჩა გიორგიძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print
თეგები: #კორონა