ახალი ამბები
ქუთაისში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა
FaceBook
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე კვების ობიქეტ ,,ტაიკოში" ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროღუმელს გაუჩნდა, რის შედეგადაც პირველ სართულზე კვების ობიექტში სამზარეულოს ნაწილი დაიწვა.

თვითმხილველების თქმით, ხანძრის გამო კაფეს მეპატრონესა და ადგილობროვებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობროვები ამბობდნენ, რომ იქ კვების ობიექტის არსებობა არ შეიძლება, თუმცა მათ მოთხოვნას არ ითვალისწინებენ.

ერთ-ერთ ადგილობრივს სასწრაფოს დახმარება დაჭირდა. ამ დროსთვის ხანძრი ლოკალიზებულია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.



Print