პოლიტიკა
"მინდა დავიწყო მადლობით" - გიორგი გახარია ქუთაისელებს
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატების წარდგენა მადლობით დაიწყო.


მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, კორონავირუსის პირობებში ქუთაისელებმა განსაკუთრებული სიმშვიდე და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აჩვენეს.

"მინდა დავიწყო მადლობით, რომლის გამოც ჩვენ დღეს აქ ვართ და მშვიდად ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალზე. ჩემი მადლობა პირველ რიგში უკავშირდება იმ დიდ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რომელიც ქუთაისმა და იმერლებმა გამოავლინეს ამ შვიდი თვის განმავლობაში. მე ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ერთ 32-ე სკოლაში ინფიცირების ამხელა რაოდენობა, რას ნიშნავს გადადებული სწავლა ბავშვებისთვის, რამხელა დისკომფორტია ეს მშობლებისთვის. ამიტომ, იმ მშვიდი და წყნარი დამოკიდებულებისთვის მინდა ქუთაისელებს ვუთხრა მადლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ქუთაისის მაჟორიტარად საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და კლინიკა "ელჯის" მფლობელი ზაზა ლომინაძე წარადგინა, ხოლო მერობის კანდიდატად ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილის.



წარდგენას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.
Print