ახალი ამბები
სასულიერო პირები ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენაზე (ვიდეო)
FaceBook
,,ქართული ოცნების" ლიდერებს, ქუთაისში მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალზე, სასულიერო პირები დახვდნენ.

წარდგენა ბაგრატის ტაძრის ეზოში მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრს, რომელიც წარდგენას ესწრება,  ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე მიესალმა.




მმართველი გუნდი,  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად ქუთაისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს და კლინიკა "ელჯის" მფლობელს ზაზა ლომინაძეს წარადგენს. მერობის კანდიდატად კი ვიცე-გუბერნატორს, იოსებ ხახალეიშვილს დაასახელებს.

კანდიდატების წარდგენას პრემიერთან ერთად  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და  ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ესწრება. წარდგენაზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

Print