ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრში ორ ახალ სპექტაკლზე მუშაობენ
FaceBook

„მუსიკის ჰანგები“ და „მახინჯი გედის ჭუკი“ - ის სპექტაკლებია, რომლებზეც მუშაობას გეგმავენ ქუთაისის თოჯინების თეატრში.


„მუსიკის ჰანგებზე“ რეპეტიციები უკვე მიმდინარეობს. მასზე რეჟისორი ეკა სირაძე მუშაობს.


„მახინჯი გედის ჭუკი“ ნინო მაღლაკელიძის თოჯინური სპექტაკლი იქნება.

ნინო მაღლაკელიძეს მაყურებელი იცნობს სპექტაკლით „ქარი ქრის ვერხვებში", რომელიც წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს.

„გედის ჭუკზე“ მუსაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მიუხედავად მზადებისა თოჯინების თეატრის ხელმძზღვანელობას უჭირს რიცხვის დაანონსება როდის გაიხსნება თეატრში ახალი სეზონი

„სავარაუდოდ პირველ ნოემბერს, თუმცა ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული“,- ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.


კორონავირუსის პანდემიის გამო თოჯინების თეატრმა მუშაობა 2 მარტს შეაჩერა.

 

Print