ახალი ამბები
"საქართველოს რკინიგზა" ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემხთხვევისას დაღუპულები ,,საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები არიან.

მომხდართან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

,,ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი). "საქართველოს რკინიგზა" მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური."

თაბუკავშილის ქუჩაზე, ლიანდაგზე, დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გუშინ გარდაიცვალა. ერთმა კი დამწვრობა მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
Print