ახალი ამბები
"საწნახელი" ხელოვანებს საკუთარ სივრცეს სათავაზობს
FaceBook
ქუთაისში არტ-სივრცეში "საწნახელი" ქუთაისელი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა,
სადაც შვიდი მხატვრის მიერ შექმნილი ნახატების დათვალიერება და შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ახალ სივრცეში გამოფენა მუდმივად იქნება და პერიოდულად ავტორები შეიცვლებიან.

სივრცის შექმნის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვანებს და კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. არტ-სივრცეში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
Print
თეგები: #საწნახელი